თავისუფლების მოედანზე აიღეს ჯებირები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოებით
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საახალწლო სლოგანთან, მშვიდობის ქალაქთან განთავსებული დროებითი კონსტრუქციები, სადაც მოქალაქეებმა უკრაინაში დაღუპულების ფოტოები დაამაგრეს და ყვავილებით და ლენტებით შეამკეს, აღებულია.
რადიო თავისუფლებლება თბილისის მერიისგან ელოდება პასუხს, რა გახდა ამ კონსტუქციის აღების მიზეზი და სად არის მებრძოლების ფოტოები.
დღეს საღამოს, 8 საათზე დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის და განათებების ანთება და საზეიმო კონცერტი რუსთაველის გამზირზე. პარალელურად მოქალაქეები აქციას გეგმავენ და სლოგანად "მშვიდობის ქალაქის" არჩევას გააპროტესტებენ - საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ უკრაინაში ომის ფონზე ამგვარი სლოგანი არაეთიკურია.
ასევე ნახეთ
თბილისის მერი: ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება
თავისუფლების მოედანზე უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები 8 დეკემბერს გაჩნდა. მოქალაქეებს ფოტოებთან ყვავილები მიჰქონდათ და ჯებირებს აბამდნენ შავ და უკრაინის დროშის ფერების ლენტებს.
три
...