საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილი თანახმა იქნება სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა სჭირდება. „მე მგონია, {სასამართლოში} არ გაუშვებენ. ადამიანს დაჯდომაც უჭირს. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება. მე ვფიქრობ, რომ დისტანციურად, ნებისმიერი ფორმით რომ ჩაერთოს, თანახმა იქნება. თანადგომა მინდა. ჩემი შვილის მხარდაჭერა. სახელმწიფო ხომ მან ააშენა?!. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორც ყოველთვის. სასამართლოზე ლეპტოპით დასწრების შესაძლებლობა, მგონი, არის. გაშვებაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, მაგრამ, მე მგონი, შესაძლებელია, რომ რაღაც ფორმით დაესწროს. არ ვიცი დღევანდელი სასამართლოს იმედი რამდენად გვაქვს, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, ამის სურვილი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს. მე სასამართლოსთან ჩავიარე და იქაურობა პოლიციით არის გადავსებული. მე არ ვიცი, იქ ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა“, – განაცხადა გიული ალასანიამ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები....